ბლოგი

რა ვაჩუქო? სასაჩუქრე აპლიკაცია საჩუქრები

საჩუქრები, რომლებიც ერთხელ მაინც გაგვიჩუქებია ან თავად ვყოფილვართ ადრესატი

საჩუქრების მიღება და გაცემა ყველას ძალიან გვიყვარს. ბავშვობაში მას დაბადების დღეებზე განსაკუთრებულად ველოდით, თუმცა თუ კარგად გაიხსენებთ ლამაზად შეფუთული საჩუქრის მიღმა ის კარგად ცნობილი მადონას სერვიზი იმალებოდა, ან უზარმაზარი ჭიქეები ან თუნდაც კარგად მოხატული საყვავილეები. შესაძლოა თქვენდა უნებურად ანალოგიური საჩუქარი გაგიჩუქებიათ, რადგან მაშინ მშობლებმა უკეთ იცოდნენ რა გაეხარდებოდათ სხვა მშბოლებს. დაგვეთანხმებით, სამყაროში უამარავი სახის საჩუქარი არსებობს, მაგრამ რატომღაც მაინც არის ისეთები, რაც ყველას მიგვიღია ან თავად გავიჩუქებია, აი მაგალითად:
წიგნი – იქნება ეს კლასიკური ნოველა, ფენტეზი თუ თქვენი ბავშვობის საყვარელი მწერლის შემოქმედება.
ჩასაცმელი და აქსესუარები – მაისური, კაბა, შარფი, ხელთათმანები, ყველაფერი რაც თქვენს გემოვნებას ერგება ან არ.
ელექტრო მოწყობილობები – ყურსასმენი, სმარტფონი, ჭკვიანი საათი, ის რაც მორგებულია თანამედროვეობას.
სასაჩუქრე ბარათები – იმისთვის,რომ თავისი გემოვნებით გადაწყვიტოს ადრესატმა, როგორი საჩუქარი მოეწონება.
სუნამო – მისი შერჩევა საკმაოდ რთულია, მაგრამ თუ კარგად იცნობთ მის გემოვნებას ეს კლასიკურად კარგი საჩუქარია.
ტკბილეული – და ვის არ ესიამოვნება პირის ჩატკბარუნება სხვადასხვა ნუგბარით?
მცენარეები და ყვავილები – რატომაც არა? მთავარია წყლის დასხმა არ დაგვავიწყდეს.
დეკორატიული ნივთები – ნახატები, სკულპტურები ყველაფერი, რაც სახლს კიდევ უფრო მეტ ხიბლს შესძენს.


გამოცდილებითი საჩუქრები: დაფიქრდით რამდენჯერ მიგიღიათ ან გაგიჩუქებიათ სხვადასხვა ღონისძიებების ბილეთები? იქნებ მასაჟზე ჩაგიწერიათ გადაღლილი მეგობარი?


სამოგზაურო ნივთები – ალბათ პირველი კისრის ბალიში გაგახსენდათ, თუმცა საპასპორტეც არანაკლები პოპულარობით სარგებლობს.
საკანცელარიო ნივთები – ბევრი ადამიანის ცხოვრებაში არის ის პერიოდი, როცა საკანცელარიო ნივთების შეგროვებას იწყებს, ნაირ-ნაირი კალმები, ფანქრები, დღიურები.
სამაგიდო თამაშები და ფაზლები – როგორც წესი მას გამჩუქებელი და ადრესატი ერთად თამაშობენ.
თავის მოვლის საშუალებები – რამდენიც გნებავთ, თმის, სახის, სხეულის, აბაზანის, ვინმე იცით, ვისაც ეს საჩუქარი მიუღია?


ალკოჰოლური სასმელები: ვჩუქნით და გვჩუქნიან. ზოგს ვხსნით, ზოგი კი საკოლექციოდ ვინახავთ.
ალბათ ამ საჩუქრებიდან ძალიან ბევრი გეცნოთ, თქვენთვისაც დიდი სიყვარულით უჩუქებიათ და ასევე თქვენც გაგიჩუქებიათ.


ემოთის აპლიკაციაში ამ ტიპის საჩუქრებთან ერთად კიდევ ბევრ საინტერესო რამეს ნახავთ, მნიშვნელობა იმას აქვს, როგორ მახასიათებლებს მიანიჭებთ მას, ვისთვისაც საჩუქარს ეძებთ, დანარჩენი კი აუცილებლად ემოთის მიანდეთ, რადგან მან იცის როგორ გაგახარებინოთ მეგობარი.

გადმოიწერე ემოთი ანდროიდსა და iOS-ზე