წესები და პირობები
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და შპს – „ემოუთერს“ (შემდგომში „eMoty“) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ „eMoty“ აპლიკაციის გამოყენებას.
პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც „eMoty“ თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს მუშავდება წინამდებარე წესებში განსაზღვრული კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
„eMoty“-ის გამოყენების შესახებ წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით „eMoty“-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
“eMoty”-ის გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით “eMoty”-ის პროდუქტის დაბრუნების და შეცვლის პოლიტიკას.
eMoty-ის გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით “eMoty”-ის მიწოდების პოლიტიკას.
ვინაიდან მომხმარებელს აქვს სურვილი, გახსნას eMoty-ის მიერ ოპერირებად პლატფორმაზე (აპლიკაციაში) პირადი ანგარიში, მხარეები თანხმდებიან, დადონ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოხდება მომხმარებლის მიერ ანგარიშის გახსნა, გამოყენება, პარტნიორი კომპანიების მიერ განთავსებული პროდუქტ(ებ)ის/მომსახურების გაყიდვა, ასევე პროდუქტის მომხმარებლისთვის/ადრესატისთვის მიწოდება “eMoty”-ის, პარტნიორის ან სხვა ტრანსპორტირების განმახორციელებელი კომპანიის მიერ, „eMoty”-ის მიერ გაწეული შუამავლობით, მომხმარებლის მიერ საფასურის გადახდა, ასევე ანგარიშის დახურვა.
გთხოვთ, აპლიკაციის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე გამოყენების წესებს.
ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს eMoty-ის პლატფორმით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. “eMoty”-ის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე აპლიკაციაში გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე.
“eMoty”-ის მონაცემებია:
შპს „ემოუთერს“, რომელიც რეგისტრირებულია და არსებობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო ნომერი 405420030, რეგისტრირებული მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, ავთო ვარაზის ქ., N89. სავაჭრო სახელწოდება: „eMoty”.
„პარტნიორთა“ მონაცემები, ინფორმაცია მათი პროდუქტისა და მომსახურების შესახებ ხელმისაწვდომი იქნება „eMoty” აპლიკაციის საშუალებით.
1.1. წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:
1.1.1. „eMoty” – შპს „ემოუთერს“, ს/ნ 405420030, რეგისტრირებული მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, ავთო ვარაზის ქ., N89.
1.1.2. „eMoty აპლიკაცია“ – ელექტრონული სასაჩუქრე აპლიკაცია, რომელიც განკუთვნილია ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ „eMoty”-ის პარტნიორისგან პროდუქტის/საჩუქრის შესაკვეთად.
1.1.3. პარტნიორი – კომპანია, რომელთანაც შპს „ემოუთერს“ გაფორმებული აქვს მომსახურების შესახებ ხელშეკრულება და რომელიც სთავაზობს მომხმარებელს თავის პროდუქტებს, მიწოდების სერვისს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), eMoty აპლიკაციის საშუალებით.
1.1.4. ანგარიში – ნიშნავს მომხმარებლის მიერ აპლიკაციაში რეგისტრირებულ ანგარიშს.
1.1.5. ავტორიზაცია – ნიშნავს მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წვდომას და მოიცავს წინამდებარე წესების და პირობების მე-4 მუხლით განსაზღვრულ ნებისმიერ ქმედებას.
1.1.6. მომხმარებელი – ნებისმიერი პირი, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სარგებლობს “eMoty” აპლიკაციით.
1.1.7. ადრესატი – ნებისმიერი პირი, რომლისთვისაც მომხმარებელი უკვეთავს პროდუქტს (საჩუქარს).
1.1.8. მხარეები – ნიშნავს „eMoty”-სა და მის მომხმარებლებს.
1.1.9. ხელშეკრულება – მომხმარებლებსა და “eMoty”-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს და მის დანართებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
1.2. სადაც კონტექსტი ამის საშუალებას იძლევა, მხოლობითი რიცხვის აღმნიშვნელი სიტყვები ნიშნავს მრავლობითს და პირიქით.
2.განცხადებები და გარანტიები
2.წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, და ეთანხმება რომ:
2.1. არის ფიზიკური სრულ ქმედუნარიანი პირი, მინიმუმ 18 (თვრამეტი) წლის ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლებაუნარიანი იურიდიული პირი.
2.2. მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის უფლებამოსილებას) იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები.
2.3. გაეცნო პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები.
2.4. მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი.
2.5. მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში).
2.6. პირადი ანგარიშის გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან.
2.7. მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული eMoty-ის ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ eMoty-სთვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული.
2.8.იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს.
2.9. თანახმაა, პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, eMoty-იმ მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია.
2.10. მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს eMoty-ს ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა.
2.11. eMoty ხელშეკრულებას დებს ამ პირობებში მოცემულ განცხადებებსა, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია eMoty-ის მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად.
3.მომხმარებლის ანგარიშის გახსნა და გამოყენება
3.1. მომხმარებელის მომსახურებებით სარგებლობის წესი:
3.1.1. eMoty-ის მომსახურებით მომხმარებელის მიერ სარგებლობისათვის:
3.1.2. eMoty-ს მომსახურებით სარგებლობისთვის:
3.2. მომხმარებელი ვალდებულია ყოველთვის უსაფრთხოდ შეინახოს მისი პირადი ანგარიშის წვდომის კოდები და არასდროს გაუმჟღავნოს ისინი მესამე პირებს.
3.3. მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას მომხმარებლის ანგარიშზე, იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, მომხმარებელს დააკისროს განსაზღვრული ვალდებულებები. “eMoty” სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე.
3.4. მომხმარებელი ვალდებულია შეცვალოს მისი პაროლი და დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს “eMoty”-ს მომხმარებელთა მომსახურების ცენტრს, იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს გააჩნია საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის პირად ანგარიშზე შესასვლელი ინფორმაცია, პაროლი ან უსაფრთხოების სხვა წვდომის კოდ(ებ)ი ან საშუალებები იქნა მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული, უნებართვოდ გამოყენებული ან სხვაგვარად მითვისებული. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა საფრთხეს შეუქმნის როგორც მომხმარებლის პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას, ასევე გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას ნებისმიერ დანაკარგთან/ზარალთან დაკავშირებით.
3.5. პირადი ანგარიშის გახსნით, მომხმარებელი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ მის მიერ პირადი ანგარიშის გახსნით არ არღვევს არანაირ კანონს ან რეგულაციას. იგი ვალდებულია დაიცვას “eMoty”-ს ინტერესები და აუნაზღაუროს “eMoty”-ს ყველა ზიანი, რომელიც მას მიადგა მომხმარებლის მიერ წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შედეგად.
3.6. მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის პირად ანგარიშზე არსებული ინფორმაციის სიზუსტე და მისი განახლება. “eMoty” არ იქნება პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ არანაირ ზიანზე. “eMoty” უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მომხმარებლისგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა;
4.1. მომხმარებელი აპლიკაციაში ირჩევს მისთვის სასურველი პროდუქციის კატეგორიას, რის შემდეგაც მას საშუალება ეძლევა მოახდინოს მონაცემთა ფილტრაცია სასურველი საფასო კატეგორიის, პროდუქტის მახასიათებლების ან/და სხვა შეთავაზებული მონაცემის მიხედვით.
4.2. მომხმარებელი „დასტურის“ ღილაკის მონიშვნით ირჩევს და ათავსებს მისთვის სასურველ პროდუქტს საკუთარ კალათაში.
4.3. პროდუქტის კალათაში განთავსების შემდეგ მომხმარებელი გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც პროდუქტის ღირებულებას შესაძლოა დაემატოს სხვადასხვა სერვისის მომსახურების საფასური.
4.4. მომხმარებელი/ადრესატი შეძენილი პროდუქტის მიღებას შეძლებს წინასწარ განსაზღვრული მიტანის სერვისის წესების მიხედვით ან მიიღებს მომსახურებას პარტნიორის ობიექტზე.
4.5. მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს შეძენილი პროდუქტის დაბრუნების უფლებით, თანდართული დაბრუნებისა და შეცვლის პოლიტიკის შესაბამისად.
4.6. კომპანია უფლებამოსილია, ცალმხრივად, თავისი შეხედულებისამებრ მოახდინოს მომხმარებლის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის გაუქმება.
4.7. თუ კომპანია გააუქმებს მომხმარებლის მიერ განხორციელებულ ტრანზაქციას, კომპანია ვალდებულია მომხმარებელს, იმავე ანგარიშზე და იმავე ოდენობით დაუბრუნოს თანხა, რაც მომხმარებელმა გადაიხადა კომპანიის მიერ ტრანზაქციის გაუქმებამდე.
5.1. მომხმარებელს შეუძლია ანგარიშსწორება განახორციელოს საკრედიტო ბარათით, რაც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობას.
5.2. საკრედიტო ბარათით გადახდისას გადარიცხვის მიმღები არის შპს „ემოუთერს“.
5.3. საკრედიტო ბარათით გადახდის განხორციელებისას “eMoty”-ის მიერ გაწეული მომსახურების საფასური ემატება პროდუქტის ღირებულებას.
5.4. მომხმარებელი ანგარიშსწორებას ახდენს გადახდის შემდეგი მეთოდით:
6.პირადი ანგარიშის დახურვა და სარგებლობის შეზღუდვა
6.1 “eMote” უფლებამოსილია მომხმარებელს ცალმხრივად, ელექტრონული ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების საშუალებით, შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს უფლება, ისარგებლოს აპლიკაციით, თუ მიიჩნევს, რომ დაირღვა წინამდებარე წესებისა და პირობების მოთხოვნები. აღნიშნულ შემთხვევაში ანგარიშის დახურვა ან სარგებლობის შეზღუდვა ხდება ამ მუხლით განსაზღვრული შეტყობინების ჩაბარების მომენტიდან.
6.2. იმ შემთხვევაში, თუ „eMoty” 6.1 მუხლით განსაზღვრული მიზეზით დახურავს ანგარიშს ან შეზღუდავს მის გამოყენებას, მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი თავისი ან სხვისი სახელით შექმნას ახალი ანგარიში.
6.3. მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს “eMote” აპლიკაციის გამოყენება, რაც არ იწვევს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის ვალდებულების შეწყვეტას.
7.1 თქვენ თანხმდებით, რომ თავისუფალი ხართ არჩევანში ისარგებლოთ თუ არა “eMoty” აპლიკაციითა და მომსახურებით და ამას აკეთებთ თქვენი შეხედულებით, დისკრეციითა და რისკით.
7.2 “eMoty” უზრუნველყოფს თქვენს წვდომას აპლიკაციაზე და მომსახურების გაწევას წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად.
7.3 „eMoty” არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი პირის წინაშე გაუფრთხილებელი, დელიქტური ან სხვა სახით, ნებისმიერი დანაკარგისა და ზიანისთვის, რომელიც წარმოიშვა, ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის, თქვენს ან ნებისმიერ მესამე პირის მიერ მომსახურების გამოყენებასთან, პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ზიანი ბიზნესის დაკარგვისთვის, მოგების დაკარგვისთვის (მათ შორის მოსალოდნელი მოგების დაკარგვის ან მიუღებლობისთვის) ბიზნეს საქმიანობის შეწყვეტისთვის, ან სხვა ფულადი ან არსებითი/ნივთობრივი დანაკარგისთვის.
7.4 თქვენ ადასტურებთ, რომ “eMoty” არ იქნება პასუხისმგებელი თქვენს ან მესამე პირის წინაშე რაიმე ცვლილების, აპლიკაციაზე წვდომის შეზღუდვის ან შეწყვეტის შემთხვევაში.
7.5 თქვენ ეთანხმებით, რომ იმ შემთხვევაში, თუ „eMoty” აპლიკაცია არ იმუშავებს გამართულად, ოპერაციის, ტრანზაქციის ან ტრანსმისიის შეფერხების ან შეწყვეტის, მონაცემების ან კონტაქტის ან ხაზების დაკარგვის ან დაზიანების, მესამე პირთა მიერ აპლიკაციის ან მისი შემადგენლობის მესამე პირთა მიერ უკანონო გამოყენების, ან ნებისმიერ ჩვენს კონტროლს მიღმა არსებული გარემოების შემთხვევაში:
7.5.1 „eMoty” არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერი დანაკარგისთვის, რომელიც გამოიწვია ზემოაღნიშნულმა, და ასეთი დანაკარგი არ ანაზღაურდება.
7.6. “eMoty” პასუხისმგებელია:
7.6.1. მომხმარებლის წინაშე პირად ანგარიშზე ოპერაციების წარმოების სისწორესა და დროულობაზე წინამდებარე პირობებით განსაზღვრული წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
7.6.2. პირად ანგარიშზე წარმოებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
7.7. “eMoty” პასუხს არ აგებს პასუხს:
7.7.1. მომხმარებლის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის ნებისმიერი მიზეზით გაუქმებისას დამდგარი პირდაპირი ან არაპირდაპირი ზიანისთვის.
7.8. წინამდებარე პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევა იწვევს წინამდებარე პირობებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ პირობების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი (ზარალი) კანონმდებლობით ან/და პირობებით დადგენილი წესით.
8.ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა
8.1. წინამდებარე წესების და პირობების ძალაში შესვლის შემდგომ ძალაში რჩება მომხმარებლის რეგისტრაციის გაუქმებამდე.
8.2. მომხმარებელის მიერ ამ პირობებით და მის მიერ პროდუქტის შეძენისას, პროდუქტის საფასურის სრულად და ჯეროვნად „eMoty”-სთვის გადახდა წარმოადგენს მისი ფულადი ვალდებულების შესრულებას. ფულადი ვალდებულების შესრულება არ იწვევს წინამდებარე წესების და პირობების შეწყვეტას.
9.1. წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
9.2. მხარეთა მიერ, პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია საქართველო;
9.3. ამ პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით.
9.4. თუ მხარეები 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ მოლაპარაკების გზით, ისინი უპირობოდ თანახმა არიან სურვილის შემთხვევაში მიმართონ მათთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ დავის გადაწყვეტის სხვა საშუალებებს.
10.წინამდებარე პირობებში ცვლილებების შეტანა
10.1 წინამდებარე პირობები შესაძლებელია დაექვემდებაროს ცვლილებებს. ცვლილებები განხორციელებულ იქნება “eMoty”-ის მხრიდან მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე, თუმცა, პირობებში არსებითი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, მომხმარებელმა მომსახურების შეუფერხებლად მიღების გასაგრძელებლად ხელმეორედ უნდა განაცხადოს მათზე თანხმობა. პირობების ყოველი არსებითი ცვლილებისას მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა განაცხადოს თანხმობა „eMoty”-ის სარგებლობისას.
11.ერთიანი ხელშეკრულება
11.1. წინამდებარე წესები და პირობები, მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებებთან ერთად წამოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას აპლიკაციასთან ან/და სერვისებთან დაკავშირებით და ანაცვლებს აპლიკაციასთან ან/და სერვისებთან დაკავშირებულ ყველა წინარე და პარალელურ რეჟიმში განხორციელებულ კომუნიკაციას, აღქმას, ასევე წერილობით ან ზეპირ განცხადებებსა და გარანტიებს.
12.კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
12.1. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ჩვენს აპლიკაციაში – „eMoty” შესვლით და სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით ინფორმაციის დაცვის პოლიტიკის და ჩვენი აპლიკაციით სარგებლობის ყველა პირობას.
13.პროდუქტის შეძენა და მიღების წესი
13.1. მომხმარებელი/ადრესატი “eMoty” აპლიკაციის საშუალებით შეძენილი პროდუქტის მიღებას შეძლებს წინასწარ განსაზღვრული მიტანის სერვისის წესების მიხედვით. მომსახურების შემთხვევაში, მომხმარებელი/ადრესატი მომსახურების მიღებას შეძლებენ პარტნიორის ობიექტზე.
13.2. შეძენილი პროდუქტის მიმღები/ჩამბარებელი შეიძლება იყოს:
13.3. „eMote” უფლებას იტოვოს ნებისმიერ დროს გააუქმოს მომხმარებლის მიერ განხორციელებული შეკვეთა.
14.1. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ “eMoty”-ის დაბრუნების პოლიტიკას. ჩვენს აპლიკაციაში – „eMoty” შესვლით და სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით დაბრუნების პოლიტიკას და ჩვენი აპლიკაციით სარგებლობის ყველა პირობას.
15.1. მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია “eMote”-ს მიაწოდოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია და ასევე წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებსაც მოითხოვს ან განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით.
15.2. თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე.
15.3. “eMoty”-ს უფლება აქვს ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები ამ პირობების ტექსტში და აღნიშნულის შესახებ აცნობოს მომხმარებელს “eMoty”-ის საინფორმაციო საშუალებების, მათ შორის აპლიკაციის, „eMoty”-ის ხელმისაწვდომი ნებისმიერი სხვა არხის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
15.4. მომხმარებელი, “eMoty”-სთან წერილობითი თანხმობის გარეშე, არ არის უფლებამოსილი ამ პირობებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს.
15.5. იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული პირობებით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთანხმებული პირობებით.
მიწოდების პოლიტიკა
ჩვენი წესები და პირობები ვრცელდება ყველა იმ შეკვეთასა და მიწოდებაზე, რომელიც განხორციელდება eMoty-სა და მომხმარებელს/ადრესატს შორის eMoty აპლიკაციაში.
1 შეკვეთის მიწოდება
1.1. თუ მომხმარებელი eMoty აპლიკაციის საშუალებით ითხოვს შეკვეთის მიწოდებას, შეკვეთა მიწოდებული იქნება იმ მისამართზე, რომელიც მითითებულია მომხმარებლის მიერ.
1.2. მომხმარებელი/ადრესატი ვალდებულია შეეძლოს ზარების მიღება იმ ტელეფონის ნომერზე, რომელიც მან მიუთითა eMoty აპლიკაციით სარგებლობაში. თუ მომხმარებლის/ადრესატის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე ვერ მოხდება დაკავშირება, მიწოდება შეიძლება გაუქმდეს eMoty-ის მიერ. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელს არ უბრუნდება შეკვეთის ღირებულება.
1.3. თუ მომხმარებელი/ადრესატი არ იმყოფება მის მიერ მითითებულ ადგილზე შეკვეთილი პროდუქტის მიწოდებიდან ხუთი წუთის განმავლობაში და მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება მიმწოდებელი კურიერის მიერ დაკავშირების ორი მცდელობის შემდეგ, პროდუქტი დაბრუნდება საწყობში, რის შემდეგაც განხორციელდება განმეორებით უფასო მიწოდება მიწოდების პოლიტიკის შესაბამისად.
1.4 თუ მომხმარებელი/ადრესატი არ იმყოფება მის მიერ მითითებულ ადგილზე შეკვეთილი პროდუქტის განმეორებით მიწოდებიდან ხუთი წუთის განმავლობაში და მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება მიმწოდებელი კურიერის მიერ დაკავშირების ორი მცდელობის შემდეგ, მიწოდება შეიძლება გაუქმდეს eMoty-ის მიერ. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელს არ უბრუნდება შეკვეთის ღირებულება.
1.5 თუ გსურთ პროდუქტის მიწოდება მიწოდების გაუქმების შემდეგ, გთხოვთ, დაუკავშირდეთ eMoty-ს მხარდამჭერთა ჯგუფს მიწოდების თავიდან გასაფორმებლად. გაითვალისწინეთ, რომ ასეთ შემთხვევაში, სრულად დაგეკისრებათ მიწოდების საფასური.
2.1. შეძენილი პროდუქტის მიწოდების განხორციელების ან ნებისმიერი სხვა დრო, რომელიც ეცნობება მომხმარებელს/ადრესატს არის მხოლოდ სავარაუდო დრო. არ არსებობს გარანტია იმისა, რომ შეკვეთა მიწოდებული იქნება განსაზღვრულ დროს. პროდუქციის მიწოდების დროზე გავლენა შეიძლება მოახდინოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორებიცაა საგზაო საცობები, პიკის საათები და ამინდი.
3.1 შეძენილი პროდუქტის მიწოდების ვადა განისაზღვრება დანართი N1-ით, რომელიც წარმოადგენს მიწოდების პოლიტიკის განუყოფელ ნაწილს.
დანართი N1
1.თბილისსა და თბილისის გარეუბნებში (იხ. ცხრილი) შეძენილი პროდუქტის მიწოდება განხორციელდება პროდუქტის შეკვეთიდან მომდევნო სამუშაო დღეს.
ტაბახმელა |
შინდისი |
წავკისი |
მუხიანის აგარაკები |
ავშნიანი |
თელოვანი |
თხინვალი |
ნასაგური |
წინუბანი |
სოფელი ლისი |
ზაჰესი |
წყნეთი |
ქვემო ფონიჭალა |
ზემო ფონიჭალა |
ოქროყანა |
ახალდაბა |
ბეთანია |
კიკეთი |
კვესეთი |
კოჯორი |
სოფ.დიღომი |
ლილოს დასახლება |
პატარა ლილო |
დიდი ლილო |
სოფ.გლდანი |
ლოჭინის დასახლება |
ბათუმი |
ქუთაისი |
გორი |
ქობულეთი |
ზუგდიდი |
კასპი |
სარფი |
ცაიში |
მცხეთა |
ხელვაჩაური |
ზესტაფონი |
საგურამო |
ხაშური |
ფოთი |
ნატახტარი |
სურამი |
თერჯოლა |
დუშეთი (ჟინვალის ჩათვლით) |
სამტრედია |
თელავი |
ბაზალეთი |
წყალტუბო |
გურჯაანი |
წეროვანი |
სენაკი |
ვაზიანი |
რუსთავი |
ხობი |
პატარძეული |
გარდაბანი |
ლანჩხუთი |
საგარეჯო |
აბაშა |
გონიო |
მარტყოფი |
ბორჯომი |
ჩაქვი |
ნორიო |
ახალციხე |
ურეკი |
სართიჭალა |
ვალე |
ბაღდათი |
ქარელი |
ჩოხატაური |
ვანი |
ანაკლია |
ოზურგეთი |
ხონი |
ყულევი |
ყვარელი |
მარტვილი |
აგარა |
სიღნაღი |
საჩხერე |
რუისი |
წნორი |
ჭიათურა |
თეთრიწყარო |
ბოლნისი |
მარნეული |
ჩხოროწყუ |
დედოფლისწყარო |
აბასთუმანი |
წალენჯიხა |
ლაგოდეხი |
ბაკურიანი |
ჯვარი |
ახმეტა |
ადიგენი |
ხარაგაული |
დმანისი |
სტეფანწმინდა (სამშაბათი) |
ტყიბული (სამშაბათი) |
ახალქალაქი (სამშაბათი) |
ონი (სამშაბათი) |
წალკა (სამშაბათი) |
მანგლისი (სამშაბათი) |
გუდაური (სამშაბათი) |
ცაგერი (სამშაბათი) |
|
ანანური (სამშაბათი) |
ლენტეხი (სამშაბათი) |
ნინოწმინდა (სამშაბათი) |
ასპინძა (სამშაბათი) |
ამბროლაური (სამშაბათი) |
ხულო (სამშაბათი) |
ქედა (სამშაბათი) |
შუახევი (სამშაბათი) |
დუშეთის რაიონი (ჟინვალის ზემოთ) ( ხუთშაბათი) |
თიანეთი (ხუთშაბათი) |
სოფ.უდაბნო (ხუთშაბათი) |
გომბორი (ხუთშაბათი) |
დაბრუნების და შეცვლის პოლიტიკა
eMoty აპლიკაციაში განთავსებული პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის პირობები და წესი
პროდუქტის ან მომსახურების შეკვეთის განხორციელებამდე გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ თქვენს არჩევანს. შეკვეთის განხორციელების შემდეგ, თქვენ ვერ გააუქმებთ მას. თუმცა, თქვენ, როგორც მომხმარებელს, კანონიერი უფლება გაქვთ, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე გააუქმოთ შეკვეთა 14 კალენდარული დღის განმავლობაში. ეს ვადა აითვლება:
ა) მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში – ხელშეკრულების დადებიდან (შეკვეთის გაფორმებიდან).
ბ) ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში – მომხმარებლის ან ადრესატის მიერ პროდუქტის მფლობელობაში მიღებიდან.
შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში, პროდუქტი უნდა დაუბრუნოთ პარტნიორს იმ სავაჭრო პუნქტში, სადაც განხორციელდა შეკვეთა. დაბრუნება ხორციელდება შეკვეთის გაუქმებიდან დაუყონებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა. დაბრუნებული პროდუქტი არ უნდა იყოს გამოყენებული და შესაძლებელი უნდა იყოს მისი გაყიდვა. პროდუქტი სათანადოდ უნდა იყოს დაცული და შეფუთული თავდაპირველი ან მსგავსი ფორმით. თქვენ არ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თანხის სრულად დაბრუნება იმ შემთხვევაში, თუ დაბრუნებული პროდუქტი შემცირდა ან შეიცვალა რაიმე ფორმით.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ გეკისრებათ პროდუქტის დაბრუნებასთან დაკავშირებული ხარჯები. ამასთან, პროდუქტის დაბრუნებისას, პარტნიორმა შეიძლება მოგთხოვოთ, გადახდის ქვითარი.
გარკვეულ პროდუქტებზე მომხმარებლების უფლებების გაუქმებისა და დაბრუნების უფლებების გამოყენება შესაძლებელია კანონით გამოირიცხოს, მათ შორის შემდეგზე:
შეკვეთის გაუქმების, პროდუქტის დაბრუნების, ნაკლიანი პროდუქტის შეცვლის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ eMoty-ის მხარდამჭერთა ჯგუფს.
მოხმარებელს გადახდილ თანხას დაუბრუნებს “eMoty” გაუქმების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 14 დღის ვადაში იმ პირობით, თუ პროდუქტი დაუბრუნდა „პარტნიორს“ ან დაბრუნების მტკიცებულება მიიღო „პარტნიორმა“. “eMoty” დაბრუნებული პროდუქტის საფასურს აანაზღაურებს იმავე გადახდის საშუალებით, რომელიც შეკვეთისას გამოიყენეთ და იმავე საბანკო ანგარიშზე, რომლიდანაც განახორციელეთ შეკვეთა. მიტანილი „შეკვეთების“ შემთხვევაში მიტანის ღირებულება და მომსახურების საფასური ანაზღაურდება იგივე წესით.