კონფიდენციალურობის პოლიტიკა
წინამდებარე აპლიკაცია „Emoty” (შემდგომში „აპლიკაცია“) წარმოადგენს შპს „ემოუთერს“-ის (ს/ნ 405420030) (შემდგომში „ჩვენ“) საკუთრებას. ეს აპლიკაცია გამცნობთ, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ და ვამუშავებთ ჩვენი აპლიკაციის მომხმარებლების პერსონალური მონაცემებს.
ჩვენ თქვენს მიერ მოწოდებულ პერსონალურ მონაცემებს ვიყენებთ ჩვენი სერვისისა და აპლიკაციის გასაუმჯობესებლად. აპლიკაციის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით ჩვენს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას კანონითა გათვალისწინებული წესით, წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკით განსაზღვრული მიზნებისათვის.
თემები:
ჩვენი კომპანია აგროვებს მონაცემებს, რომლებიც მოიცავს, თუმცა არ შემოიფარგლება:
ჩვენს მიერ შეგროვებული ინფორმაციის უდიდეს ნაწილს თქვენ პირდაპირ გვაწვდით. ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ მონაცემებს, როდესაც თქვენ:
ზემოთ მოცემული ჩამონათვალი არ არის ამომწურავი და შესაძლოა ჩვენთან ურთიერთობის დროს შესაძლოა სხვა არაპირდაპირი წყაროებიდანაც მოხდეს პერსონალური მონაცემების მოპოვება.
ჩვენი კომპანია აგროვებს თქვენს მონაცემებს, რათა ჩვენ შევძლოთ:
თქვენი თანხმობის შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია გავუზიაროთ თქვენი მონაცემები პარტნიორ კომპანიებს, რათა მათაც შეძლონ თქვენთვის საკუთარი სერვისებისა და პროდუქტების შემოთავაზება.
ჩვენ ვახდენთ ჩვენთვის ხელმისაწვდომი ყველა გონივრული ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების იმპლემენტაციას, რათა ჩვენს მიერ მოპოვებული თქვენი პერსონალური მონაცემები დაცული იყოს უნებართვო წვდომისგან, გამოყენებისგან, დაკარგვისგან ან განადგურებისგან.
ჩვენი კომპანია შეინახავს თქვენს პერსონალურ მონაცემებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, იმ პერიოდის განმავლობაში, რაც საჭიროა ჩვენს მიერ განსაზღვრული მიზნების (სარეკლამო მიზნები, მომსახურების გაუმჯობესება და ა.შ.) განსახორციელებლად. მას შემდეგ, რაც აღარ იარსებებს ჩვენი კომპანიის მიერ წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული მიზნები, ჩვენ წავშლით/გავანადგურებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.
ჩვენს კომპანიას სურს დარწმუნდეთ, რომ ჩვენ უსაფრთხოების მაქსიმალური წესების დაცვით ვამუშავებთ და ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს. ჩვენ ასევე ვიცავთ და პატივს ვცემთ თქვენს უფლებებს პერსონალურ მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით. აპლიკაციის ნებისმიერ მომხმარებელს აქვს უფლება:
მოთხოვნის შემთხვევაში, ჩვენ ვალდებული ვართ გიპასუხოთ 10 დღის განმავლობაში.
ქუქი-ფაილები არის მცირე ზომის ტექსტური ფაილები, რომლებიც ინახება თქვენს კომპიუტერში, პლანშეტსა თუ მობილურ ტელეფონში. როდესაც შედიხართ აპლიკაციაში, ქუქი-ფაილები საშუალებას აძლევს აპლიკაციას, რომ დაგიმახსოვროთ თქვენ და დაიმახსოვროს, თუ როგორ გამოიყენეთ აპლიკაცია თითოეული შესვლის დროს, რაც უზრუნველყოფს აპლიკაციის უკეთესად მორგებას თქვენზე. შესაბამისად, როდესაც თქვენ შემოდიხართ ჩვენს აპლიკაციაში, ჩვენ შესაძლოა ასევე ავტომატური საშუალებებით მოვიპოვოთ ინფორმაცია „ქუქი“ ფაილების ან მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ allaboutcookies .org.
როგორ ვიყენებთ „ქუქი“ ფაილებს?
ჩვენი კომპანია იყენებს „ქუქი“ ფაილებს, რათა:
ზოგადად, უამრავი სახის „ქუქი“ ფაილი არსებობს, თუმცა ჩვენ ვიყენებთ შემდეგ ფაილებს:
თქვენ შეგიძლია მომართოთ აპლიკაცია ისე, რომ მან არ გამოიყენოს „ქუქი“ ფაილები, მოცემული აპლიკაცია კი გეტყვით, როგორ წაშალოთ ქუქი ფაილები. თუმცა, გაითვალისწინეთ ისიც, რომ შესაძლოა, ასეთ შეთხვევაში ჩვენი აპლიკაციის გარკვეული ფუნქციები სრულყოფილად ვერ გამოიყენოთ.
ჩვენი აპლიკაცია შესაძლოა შეიცავდეს სხვა ვებ გვერდებზე გადასასვლელ ლინკებს. ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა მხოლოდ მოქმედებს ჩვენს აპლიკაციაზე, შესაბამისად თუ დაკლიკავთ სხვა ვებ გვერდის ლინკზე, აუცილებლად გაეცანით მათ კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
ჩვენი კომპანია მუდმივად შეუსაბამებს კონფიდენციალურობის პოლიტიკას მოქმედ კანონმდებლობასა და პრინციპებს, შესაბამისი განახლებები კი აისახება აპლიკაციაში.
თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ჩვენი კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკის თაობაზე, ჩვენს მიერ შეგროვებული ინფორმაციის თაობაზე, ან უბრალოდ გსურთ გამოიყენოთ თქვენი უფლებები პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით, შეგვეხმიანეთ შემდეგ მისამართებზე:
მის : საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, ავთო ვარაზის ქ., N89
ელ. ფოსტა: [email protected]
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო, რომლის მიზანია, განახორციელოს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი. შესაბამისად, თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას დარღვეული იქნა თქვენი უფლებები, მიმართეთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს:
ტელ: (+995 32) 242 1000
ელ. ფოსტა: [email protected]
მის: საქართველო, თბილისი, ნ. ვაჩნაძის N°7, 0105 – პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულება;