რას ფიქრობ — მოულოდნელობის ეფექტი უფრო მეტად აღვივებს სიხარულს, არა?
აი, ის ერთი უბრალო დღე, უმიზეზოდ მიღებული და გულით ნაჩუქარი, თუნდაც, ტკბილეულის თაიგული გაიხსენე. ალბათ, იმ მომენტში გაღვიძებული ძლიერი ემოციებიც ამოგიტივტივდა
,,უმიზეზოდ გახარება’’ სწორედ ის ერთ-ერთი მიზეზია, რისთვისაც ემოთი შევქმენით — ახალი აპლიკაცია საჩუქრების შესარჩევად. მისი დახმარებით გვსურს საკუთარ თავებს მუდმივად შევახსენოთ, რომ საყვარელი ადამიანების გახარებას კონკრეტული მიზეზები არ სჭირდება. გვჯერა, რომ ბედნიერება გადამდებია და ამ გრძნობით სავსე ადამიანების დიდი ჯაჭვის შექმნა დავისახეთ მიზნად.
გადმოწერე ემოთი (ანდროიდი, iOS) და შენც ჩაები ბედნიერების ჯაჭვში.