ბლოგი

საჩუქარი/Gift

როგორ მუშაობს ემოთი, ანუ როგორ შევარჩიოთ ზედგამოჭრილი საჩუქრები საყვარელი ადამიანებისთვის

კარგი ამბები ხომ ელვის სისწრაფით ვრცელდება, ჰოდა, ალბათ უკვე გაიგე, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების გასაფერადებლად ემოთი რომ შეიქმნა. თუ ჯერ არ გსმენია, გეტყვით, რომ ემოთი უნიკალურ ალგორითმზე დაფუძნებული სასაჩუქრე აპლიკაციაა, რომელიც საჩუქრების გამჩუქებლებსა და მიმღებებს სწორად შერჩეულ საჩუქრებს სთავაზობს. სჯერა, რომ საჩუქრებს აქვთ ძალა, ადამიანებში ბედნიერების ნაპერწკლები ააგიზგიზონ და ერთმანეთში გაავრცელონ. ასე კი, ემოთი ერთი დიდი ბედნიერების ჯაჭვის შექმნას ისახავს მიზნად.

ამ სტატიაში გვინდა, ემოთის აპლიკაციის ანბანზე მოგიყვეთ, როგორ მუშაობს და როგორი ალგორითმით ხდება ადამიანისთვის ზედგამოჭრილი საჩუქრის შერჩევა.

აპლიკაცია ყურადღებას ადამიანის შინაგან სამყაროს აქცევს და სწორედ ამაზე დაყრდნობით არჩევს საჩუქარს. ხოლო იმისთვის, რომ ალგორითმმა ეს ყველაფერი შეძლოს, აპლიკაციაში დარეგისტრირებისას შენი თვისებების, ინტერესების, გატაცებების შევსებაა საჭირო. პროცესი მარტივად მიდის, ბევრი დრო რომ არ დაგეკარგოს, ემოთის საგულდაგულოდ მომზადებული შეკითხვები აქვს. ამ ყველაფრის მითითებით, ადამიანის პიროვნული მახასიათებლების ,,ანაბეჭდი” იქმნება, რაზე დაყრდნობითაც ალგორითმი შესაფერისი საჩუქრების ვერსიებს გვთავაზობს. საკუთარი ინტერესების შევსებით სხვებს ვუმარტივებთ გზას, ჩვენთვის სასურველი საჩუქარი შეგვირჩიონ. თუმცა, გარდა ამისა, თავადაც შეგვიძლია საყვარელი ადამიანები ჩვენთვითონვე აღვწეროთ და ემოთის აპლიკაცია მათთვის ყველაზე კარგი საჩუქრის ვერსიებსაც შემოგვთავაზებს. არ უნდა დაგვავიწყდეს აღვნიშნოთ ის, რომ ყოველი თვისებისა თუ გატაცების მითითება აპლიკაციაში ანონიმურად ხდება.

Launch-ის აღსანიშნად, ემოთიმ 300-მდე ადამიანს სწორედ ასე შეურჩია მათთვის შესაფერისი საჩუქარი და ბედნიერების ჯაჭვმაც ასე დაიწყო პირველი რგოლების შეძენა.

რაც შეეხება იმას, თუ რა საჩუქრები დაგვხვდება აპლიკაციაში… უჰ, რა ჩამოთვლის. ამიტომ, იმას გაგაცნობთ, რა ტიპის საჩუქრებიდან შეგვიძლია სასურველის არჩევა:

  • ნივთიერი
  • ხელნაკეთი
  • გამოცდილებითი
  • ციფრული
  • მუდ ბარათი — ემოთის მიერ შექმნილი საჩუქრის ახალი ტიპი, რომელიც კრეატიულობის, განწყობისა და ემოციის გამოსახატი ციფრული ბარათია. Moodie ადრესატთან ციფრული სახით მიდის
  • ვაუჩერი

მგონი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ემოთის სახით უკვე ერთით მეტი კარგი მეგობარი გვყავს.

ხოო, არ დაგავიწყდეს გადმოწერა.

iOS: https://shorturl.at/rCG46

Android: https://shorturl.at/dgpuy

აპში სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ!

სტრატეგია, ბრენდინგი, UI/UX დიზაინი, მობაილ დეველოპენტი – ყველაფერი შექმნილია Leavingstone-ში.